რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დღეს ბელარუსში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივი წვრთნებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შემოწმებაა. ვიზიტის ფარგლებში სერგეი შოიგუ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

რუსეთმა ბელარუსში, 10-20 თებერვლისთვის დაგეგმილი ერთობლივი წვრთნებისთვის ჯარისკაცების და საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა გააგზავნა.

მოსკოვი ირწმუნება, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარისკაცებსა და შეიარაღებას უკან დააბრუნებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს