იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, რუსეთის მიერ ნებისმიერი აგრესიის განხორციელებას მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება

ნატო მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, რუსეთის მიერ ნებისმიერი შემდგომი აგრესიის განხორციელებას მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მზადაა დიალოგისთვის და კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის გამოსაძებნად, თუმცა ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ნატო არ წავა დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი გზა თავად აირჩიოს და ასევე ნატო-ს აქვს უნარი დაიცვას ყველა მოკავშირე. ერთგულები ვართ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის გამონახვის მიმართ, მაგრამ ყველაზე უარესისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო ალიანსის ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსებას განიხილავს.

„ჩვენ უკვე გავზარდეთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნა. განვიხილავთ ალიანსის სამხრეთით-აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს