სირიაში აშშ-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა სპეცოპერაციისას ეჭვმიტანილი ჯიჰადისტები მოკლა

სირიის ჩრდილო-დასავლეთით, სპეცოპერაციის შედეგად, აშშ-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა საჰაერო სადესანტო იერიშის დროს ეჭვმიტანილი ჯიჰადისტები მოკლა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ მათგან შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ოთხი ბავშვი და სამი ქალი.

შენობაში მცხოვრებთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამიზნე ისლამური სახელმწიფოს ან ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ლიდერები იყვნენ.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს ძალებმა წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის კონტროლის ქვეშ მყოფი შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების ძალებმა კონტრტერორისტული მისია შეასრულეს ამ საღამოს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში“, - აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განცხადებაში.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო