ნინო თანდილაშვილი - ვაგრძელებთ რუსთავში საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების შესრულება

რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, კომპანიის „ჯეოსტილი” მეტალურგიული ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობასთან ერთად, აგრძელებს საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების შესრულება. აღსანიშნავია, რომ საწარმოს „ჯეოსტილი“ გამწოვი და ასპირაციის სისტემების კუთხით გაუმჯობესება აქვს, თუმცა, არ არის ჩართული ონლაინ მონიტორინგის სისტემაში; შესაბამისად, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საწარმოსთან მუშაობას, რათა დეტალურად შევისწავლოთ, როგორი იქნება ონლაინ მონიტორინგის სისტემაში მათ მიერ გამოგზავნილი მონაცემები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომპანიაში „ჯეოსტილი“ გაუმჯობესებულია სიტუაცია კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესრულების და თვითმონიტორინგის სისტემის კუთხით.

„ის ნაბიჯები, რაც კომპანიის „ჯეოსტილი“ მიერ გადაიდგა ჰაერის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად თვალსაჩინოა. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნორმები დასაზუსტებელია და ჯართის მართვის მიმართულებით კვლავ არის გამოწვევები, რომელიც კომპანიამ უნდა გადაჭრას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები ქ. რუსთავში არსებულ ყველა საწარმოში გაიმართება.

„საწარმოებს გადადგმული აქვთ ნაბიჯები, რათა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. უკვე მეორე საწარმოში გავეცანით სამუშაო პროცესსა და ვალდებულებების შესრულების სტატუსს. მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, რათა ქალაქში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა