მინსკი კიევს „დრონით“ საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებს და საპროტესტო ნოტას უგზავნის

ბელარუსმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საზღვრის უკანონოდ დარღვევაში დაადანაშაულა და უკრაინის ელჩს იგორ კიზიმს საპროტესტო ნოტა გადასცა.

„3 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში უკრაინის ელჩი იგორ კიზიმი დაიბარა და უკრაინიდან ბელარუსის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატის მიზანმიმართული გაშვების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა“, - აცხადებენ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, 24 იანვარს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ბელარუსის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

„ბორტზე განთავსებული აღჭურვილობის მონაცემების ანალიზის მიხედვით დადასტურდა, რომ ის უკრაინიდან ბრესცკის საწვრთნელ მოედანზე სადაზვერვო მოქმედებების განსახორციელებლად გამოაგზავნეს“, - აცხადებენ ბელარუსის საგარეო უწყებაში.

უწყების მტკიცებით, ამ „არამეგობრული ნაბიჯებით [უკრაინა] მიზანმიმართულად ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას რეგიონში".

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია