ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად "სამხრეთ ოსეთთან" ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

ევროპარლამენტის ესტონელი წევრი და საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიქსერი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ეწვია "სამხრეთ ოსეთთან" ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრ მიქსერს მისი საველე ვიზიტის დროს შეუერთდა, მიაწოდა მას ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ხურვალეთის რაიონში.

დაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში ყოფნისას მან განმარტა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მიმდინარე „ბორდერიზაციის" ისეთი აქტივობები და მახასიათებლები, როგორებიცაა ღობეები და სათვალთვალო საგუშაგო. ბრიფინგის დროს მან ყურადღება გაამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც "ბორდერიზაცია" იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის და მათ ყოველდღიურ შედეგებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსახლეობას არ შეუძლია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა საპენსიო სარგებელის მისაღებად.

ვიზიტის დასასრულს, ევროპარლამენტის წევრმა მიქსერმა მადლობა გადაუხადა მისიას, როგორც ადგილზე ერთადერთ სადამკვირვებლო წარმომადგენლობას სტაბილურობაში მისი წვლილისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა