მამაკაცი, რომელიც გორში 82 წლის მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

47 წლის გიორგი მეგრელიშვილი, რომელსაც გორში, 82 წლის მამამ დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პაციენტი 4 დღის განმავლობაში კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რეანიმატოლოგების განცხადებით, მამაკაცს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა მიყენებული, დაზიანებული იყო არაერთი ორგანო და კლინიკაში შეყვანისას მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

,,მამაკაცი კლინიკაში შემოყვანილი იყო 30 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებით. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები, მკურნალობას განაგრძობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა, რჩებოდა კრიტიკული, არასტაბილური და დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. რაც შეეხება დაზიანებებს, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა თავის არეში, გულმკერდისა და მუცლის არეში, კიდურებზე, დაზიანებული იყო მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანო, შესაბამისად, დაზიანებების ხარისხი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი“, - განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა ინგა ელბაქიძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა გორში, 30 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. 47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა მალევე დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, იგი წლების განმავლობაში იყო შვილის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე