ვლადიმერ ზელენსკი - თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი, ვის სურს ჩვენი დახმარება

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი.

"ეს ნათლად აჩვენებს, ვინ არის უკრაინის მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა ჩვენს გვერდით დადგეს და დაგვეხმაროს. უკრაინა ამას არასდროს დაივიწყებს. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაძლიერდება არა საერთო საფრთხეებით, არამედ მხოლოდ საერთო გამარჯვებებით“, - აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის, ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმატში იმოქმედოს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„უკრაინაში მშვიდობისთვის მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად დაესმება წერტილი ომს. მთავარია, რომ ყველა გულწრფელად იყოს ამისთვის მზად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ ინიციატივისთვის, რასაც ის უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის კუთხით იჩენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა