ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატამ სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

კანონი ძალაში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა, თუმცა ვაქცინაციის სტატუსის კონტროლი 15 მარტამდე არ დაიწყება.

პარლამენტის ქვედა და ზედა პალატაში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენსა და კანცლერ კარლ ნეჰამერს გადაეგზავნება. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფორმალური პროცედურის დასრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 69%-ი, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა