რუსეთის საელჩო - არ გვაკვირვებს აშშ-ის ახალი კრეატიული სცენარი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ყალბი საბაბის შექმნას ეხება

აშშ-ში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი „სცენარი“ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციის სავარაუდო მომზადების შესახებ, გასაკვირი არ არის.

„არ გვაკვირვებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ახალი სცენარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ყალბი საბაბით სავარაუდო მზადების შესახებ“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ასეთი „ყალბი საბაბის“ შექმნა დამახასიათებელია შეერთებული შტატებისთვის.

„ეს დამახასიათებელია შეერთებული შტატებისთვის. საერთაშორისო საზოგადოებას ახსოვს სიყალბეები, რომლებსაც აშშ იყენებდა სამხედრო ინტერვენციებისთვის მთელ მსოფლიოში,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის საბაბის გაყალბებისთვის გეგმა შექნა, რომელიც ინსცენირებული თავდასხმების ამსახველი პროპაგანდისტული ვიდეოების წარმოებას ითვალისწინებს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს