თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 24 თებერვალს გამართავენ

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ვენაში 24 თებერვალს გამართავენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში მოსკოვში გაიმართა და მხარეებმა ის შეაფასეს, როგორც „პოზიტიური და კონსტრუქციული“. თურქეთმა და სომხეთმა ოთხშაბათს სტამბოლსა და ერევანს შორის ჩარტერული კომერციული ავიარეისები განაახლეს, რასაც ექსპერტები ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.

ცნობისათვის, თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები 1990-იანი წლებიდან არ აქვთ. ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა