ბორის ჯონსონის ოთხმა თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოთხი თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაუნინგ სთრითი დატოვა ჯონსონის თანაშემწემ პოლიტიკის საკითხებში მუნირა მირზამ. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა უსამართლოდ დაადანაშაულა კეირ სტარმერი იმაში, რომ მისი პროკურორობის დროს სექსუალურმა მოძალადემ, ჯიმი სავილმა მართლმსაჯულების თავიდან აცილება შეძლო. მუნირა მირზას შემდეგ თანამდებობები დატოვეს კომუნიკაციების დირექტორმა ჯეკ დოილმა, აპარატის უფროსმა დენ როზენფილდმა და ბორის ჯონსონის მთავარმა პირადმა მდივანმა მარტინ რეინოლდსმა. BBC-ის ინფორმაციით, ჯეკ დოილი, დენ როზენფილდი და მარტინ რეინოლდსი დაუნინგ სთრითში "ლოქდაუნის" დროს გამართულ წვეულებებზე იმყოფებოდნენ.

აღნიშნული პირების გადადგომა „კონსერვატიულ პარტიაში“ მზარდი არეულობის ფონზე მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, 17-მა დეპუტატმა წარადგინა წერილები, სადაც პრემიერ-მინისტრს უნდობლობას უცხადებენ. ბევრი მათგანი გადაწყვეტილების მიზეზად „ლოქდაუნის“ დროს დაუნინგ სთრითში გამართულ წვეულებებში ბორის ჯონსონის მონაწილეობას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წვეულებებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სხვებმა კი უნდობლობის გამოცხადების მიზეზად პრემიერ-მინისტრის მიერ კეირ სტარმერთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი დაასახელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა