„ჯეოქეისსა“ და საქართველოს დაზვერვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ჯეოქეისსა“ და საქართველოს დაზვერვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი მოაწერეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, შალვა ლომიძემ და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ექსპერტთა თემატური შეხვედრების, ლექციების, მოხსენებების წაკითხვის პრაქტიკის დანერგვას, ერთობლივი კვლევითი ცენტრების, ჯგუფების შექმნას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თანამშრომლობის დაწყებით, ერთობლივ წვლილს შევიტანთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ვფიქრობ, ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობით შევძლებთ ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფას და სფეროს შევძენთ არაერთ მომავალ მკვლევარსა თუ ანალიტიკოსს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს „ჯეოქეისის“ მრჩეველი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძე, „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი, „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი ესწრებოდნენ.

დოკუმენტზე ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა