პოლონეთში აშშ-დან გაგზავნილი სამხედრო ტექნიკა ჩავიდა

პოლონეთში აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად აშშ-დან გაგზავნილი სამხედრო ტექნიკა ჩადის. ინფორმაციას Reuters ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა და პენტაგონმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ პოლონეთში ფორტ ბრაგში დაფუძნებული 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიიდან დაახლოებით 1700 ჯარისკაცი უნდა ჩავიდეს, მაგრამ მხოლოდ დროებით. გარდა ამისა, დაახლოებით 300 ჯარისკაცი განთავსდება გერმანიაში, სადაც ერთობლივი შტაბის შექმნაა მოსალოდნელი.

თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გასულ საღამოს აღნიშნა, რომ დამატებითი ჯგუფები პოლონეთში უკვე ჩავიდნენ.

„ეს არის მოკავშირეთა სოლიდარობის მკაფიო სიგნალი“, - დაწერა მან საკუთარ "ტვიტერ" გვერდზე და თან გამოაქვეყნა ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც სატრანსპორტო თვითმფრინავიდან აღჭურვილობას ტვირთავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, უახლოეს მომავალში ევროპაში 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში 2 000 ჯარისკაცი გერმანიასა და პოლონეთში, მათ შემდეგ კი რამდენიმე დღეში 1 000 ქვეითი რუმინეთში გაიგზავნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო