ოთარ გრიგოლია - ოპოზიციამ დღეს თეატრალური წარმოდგენა გამართა იმ მშენებლობაზე,  რომლის ნებართვაც 2009 წელს გაიცა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დღეს თეატრალური წარმოდგენა გამართეს, ქალაქის ისტორიული ნაწილის თითქოსდა დამახინჯებასთან დაკავშირებით. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ისტორიულ ადგილას მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა.

„დღეს ყველამ ვნახეთ, რომ ბარათაშვილის გამზირის მიმდებარედ, ისტორიულ გალავანთან არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩვენმა კოლეგებმა მცირე თეატრალური წარმოდგენა გვაჩვენეს. იმის შესახებ, თუ როგორ მახინჯდება ისტორიული გარემო და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, პარტიაში დავალებული აქვთ, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ და თბილისის მერიის საქმიანობას მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თბილისის ისტორიულ გალავანზე, მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2009 წელს. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ეს კოლეგები თბილისის მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ, სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ირაკლი ნადირაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო. დღეს კი, 2009 წლის საკითხზე პასუხს სთხოვენ თბილისის მერიის ადმინისტრაციას“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან ასევე ბრიფინგზე ფოტო და დოკუმენტური მასალა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორი მშენებლობა იგეგმებოდა 2009 წელს გაცემული ნებართვით. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის წარმოდგენილი პროექტი მიზანშეუწონელი იყო, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია.

„მერია მუშაობდა კომპანიასთან პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით, რადგან ისტორიული ადგილას ამ არქიტექტურისა და მასშტაბების მშენებლობა მიუღებელი იყო. მერიამ დაიწყო მოლაპარაკებები ნებართვის მფლობელთან პროექტის კორექტირებაზე და ბოლო სართულის მოხსნაზე.

ნებართვის მფლობელმა რამდენჯერმე წარმოადგინა დაკორექტირებული პროექტი, თუმცა მერიას მიაჩნდა, რომ კომპანიას კიდევ უფრო უნდა შეემცირებინა მასშტაბები, რის გამოც პროექტის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ახალი პროექტის შეთანხმების პროცესში მშენებელს გაუვიდა არსებული ნებართვის ვადა. იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო კერძო მესაკუთრის უფლებები, მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას ნებართვის ვადა გაუგრძელა, თუმცა მერიის პოზიცია ბოლო სართულის მოშლასთან დაკავშირებით უცვლელი დარჩა.

აქედან გამომდინარე, მშენებლობა შეჩერებულია მერიის მოთხოვნით, ვინაიდან საკითხი ბოლო სართულის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ღიაა და მერიის მოთხოვნა სართულის დემონტაჟზე კომპანიას შესრულებული არ აქვს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სამუშაოების მერიასთან შეთანხმების გარეშე გაგრძელების შემთხვევაში, დადგება ნებართვის მთლიანად გაუქმების საკითხი. მისივე თქმით, ეს არის მუნიციპალიტეტის პრინციპული პოზიცია.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს