გია ხუხაშვილი სასამართლო სისტემის შესახებ უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე - ეს არის გარკვეული იმიტაციები, რიტუალური ცეკვებია - ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა

ეს არის გარკვეული იმიტაციები, შეიძლება ითქვას, რიტუალური ცეკვებია. ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების შეხვედრას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

გია ხუხაშვილის თქმით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ოპოზიცია ხელისუფლებას მოელაპარაკოს, სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმაა.

„დასავლეთის მხრიდან არის ფუნდამენტური მოთხოვნა სასამართლო რეფორმაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არის ძალიან დაბალი და აქედან გამომდინარე არის პრობლემების მთელი წყება.

რეალურად ეს არის შემთხვევა, როცა ავთვისებიან სიმსივნესთან, მეოთხე სტადიასთან გვაქვს საქმე, სადაც უბრალო თერაპიით აქ ვერაფერი ვერ გადაწყდება. ბულდოზერით უნდა გადავუაროთ ამ სასამართლო სისტემას.

ადამიანები, რომლებიც საკონტროლო პაკეტს ფლობენ სასამართლოში და რომლებიც აკონტროლებენ არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ იუსტიციის საბჭოსაც, ეს ადამიანები თავის დროზე პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანაში იყვნენ შემჩნეული. კოლექტიურ მურუსიძეზე ვსაუბრობ. როდესაც ეს ადამიანები უკვე იქ არიან, ჩვენ ახლა ამის შემდეგ სულ ანგელოზები რომ შევიყვანოთ სასამართლოში ამით რამეს ეშველება? ავგიას თავლაში ვინც არ უნდა შეიყვანო, სულ ფრთიანი ანგელოზიც, აქოთდება ისიც ცოტა ხანში იმიტომ, რომ ყარს იქაურობა.

ერთადერთი რაზეც შეიძლება მოლაპარაკება ეს არის ფუნდამენტური რეფორმა. რეპუტაციულ საცერში უნდა გატარდეს ყველა. მათ შორის მოქმედი მოსამართლეებიც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა