თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ფუად ოკტაის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

„თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში სპეციალური წარმომადგენლები დაინიშნენ და პოზიტიური გზავნილები გაკეთდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და სომხეთთან ურთიერთობაში ძალიან მოკლე დროში წინსვლას შევძლებთ. გარდა ამისა, გაიხსნება დერეფნები. ჩვენ მივედით იქამდე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ჩამოვა“, - აღნიშნა ერდოღანის თანაშემწემ.

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი 11-13 მარტს გაიმართება.

ცნობისათვის, თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები 1990-იანი წლებიდან არ აქვთ. ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს სტამბოლსა და ერევანს შორის ჩარტერული კომერციული ავიარეისები განახლდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო