კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოში კულტურის პოლიტიკის შესახებ შეხვედრას მართავენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოში კულტურის პოლიტიკის შესახებ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მიზანი არის მჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა და როგორ უნდა მოხდეს კულტურის სფეროს დეპოლიტიზირება.

შეხვედრას, როგორც გამომცემელი ესწრება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღარასდროს აღარ უნდა აღორძინდეს საბჭოური მიდგომა, რომლითაც ხელოვნების წარმომადგენლებს ყოფდნენ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

„კულტურის პოლიტიკა საქართველოში - ეს არის დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემა. რა ხდება ქართულ კულტურაში, იმ კულტურულ სივრცეში, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ და რამდენად მისაღებია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ხელოვნების დარგის წარმომადგენლებისა და მეცნიერების მიმართ - აღორძინება იმ საბჭოური სულის, როდესაც ჩემი მომხრისთვის იყო განკუთვნილი ყველაფერი, ხოლო მათზე, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი, მეამბოხე ადამიანებზე, იყო პირდაპირი დაწოლა სახელმწიფოს მხრიდან. კულტურის ძეგლების მდგომარეობა, გელათი, ვითარება ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით - ყველა ეს თემა იქნება განხილული, იქნება მოხსენებები და ასევე იქნება საინტერესო დისკუსია ამასთან დაკავშირებით. აქ შეკრებილები ვფიქრობთ, რომ აღარასდროს აღარ უნდა აღორძინდეს საბჭოური მიდგომა, რომლითაც ხელოვნების წარმომადგენლებს ყოფდნენ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა