რომეო მიქაუტაძემ ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან .

„სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონის, ასევე იმ ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რომლებიც აღნიშნული დერეფნის მეშვეობით ბუნებრივ აირს იღებენ ან სამომავლოდ შეძლებენ მიღებას.

რომეო მიქაუტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „სამხრეთ გაზის კორიდორის“ მნიშვნელობა დღეს ფართოდ არის აღიარებული, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების რაკურსში, როდესაც ევროპული ბაზრის მოთამაშეები აქტიურად ეძებენ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებულ ვარიანტებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობისა და ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მომხმარებელთა და მიმწოდებელი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთის არეალში მდებარეობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, რომელიც ეხება ევროპულ წესებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზებას.

მინისტრის მოადგილემ გამოხატა მხარდაჭერა იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს „სამხრეთის გზის კორიდორის“ შემდგომ განვითარებას.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალი ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. მინისტერიალში, საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ აშშ - ის, თურქეთის, იტალიის, თურქმენეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, სერბიის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია - ჰერცეგოვინას დელეგაციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა