რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 177 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოში 18 032 პაციენტი მოხვდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 18 032 პაციენტი მოხვდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 177 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 714 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში, ჯამში, კორონავირუსი 12 630 047 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 334 753 გარდაიცვალა, 10.5 მილიონზე მეტი კი - გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს