დიმიტრი პესკოვი - „ბლუმბერგის“ მიერ შეცდომით გამოქვეყნებული სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა დასავლეთის მიერ გამოწვეული დაძაბულობა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ შეცდომით გამოქვეყნებული სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა „დასავლეთის მიერ გამოწვეული“ დაძაბულობა.

„ეს ვითარება ცხადყოფს თუ რამდენად სახიფათოა ასეთი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია აგრესიული განცხადებებით, რაც ყოველდღიურად გვესმის ვაშინგტონიდან, ევროპის დედაქალაქებიდან და ლონდონიდან, რადგან სწორედ ეს განცხადებები, ჩვენს საზღვრებთან ჯარების განლაგება და უკრაინის იარაღით მომარაგებისკენ მიმართული ყოველდღიური ქმედებები იწვევს დაძაბულობას და ნებისმიერი ნაპერწკალი საშიშია ამ დაძაბულობის ფონზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისათვის, გამოცემა „ბლუმბერგმა“ შეცდომით გამოაქვეყნა სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“, მოგვიანებით კი სათაური წაშალა და განმარტა, რომ ჩვეულებრივ სათაურები წინასწარ მზადდება მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევებისთვის და აღნიშნული შინაარსის სათაური დაუდევრობის შედეგად გამოქვეყნდა, რის მიზეზსაც იკვლევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა