იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ოცდაათივე მოკავშირე ერთიანია და რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, სურს თუ არა ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო პატივს სცემს ამ სუვერენულ, თავისუფალ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა msnbc-ის ეთერში განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.

„ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, სურს თუ არა ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო პატივს სცემს ამ სუვერენულ, თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ნატო-ს არცერთი ქვეყნისთვის არასდროს დაუძალებია ალიანსში გაწევრიანება. ნატო, ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმატებით გაფართოვდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ ალიანსს, მისი წევრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, რამაც ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი. ასე, რომ ეს ეხება დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, არ დაუბრუნდნენ გავლენის სფეროებს, სადაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა მათ პატარა მეზობლებს,“- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს ოცდაათივე მოკავშირე ერთიანია და ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ.

„ნატო-ს ოცდაათივე მოკავშირე ერთიანია და ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, ასევე ერთიანი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, ასევე გავუგზავნოთ რუსეთს გზავნილი, რომ მზად ვართ პოლიტიკურ დიალოგში ჩასართავად იმისთვის, რომ შემცირდეს დაძაბულობა და გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი,“- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, გუშინ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ განცხადებას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზგასმულია, რომ მხარეები ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა