მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გიული ალასანია მივიდა

„თავისუფლება მიშას“- ამ ლოზუნგით „მიშას სექტორმა“ მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მისი მკურნალი ექიმი დაუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვების გაშლას და ფართომასშტაბიან საპროტესტო ტალღას აანონსებენ.

აქციაზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ექსპრეზიდენტის დედა „მიშას სექტორის“ სამოქმედო გეგმას გაეცნო.

„ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის ვიზიტი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება მიმდინარეობს. ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევთ. ეს პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თუ „ქართული ოცნება“ ყურად არ მიიღებს ჩვენს მოთხოვნებს, სამომავლოდ კარვების გაშლას განვიხილავთ. ეს უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო ტალღაში გადაიზრდება “,- აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს