„საპარტნიორო ფონდი“ განცხადებას ავრცელებს

„საპარტნიორო ფონდი“ განცხადებას ავრცელებს და ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისა და მისი რემონტის შესახებ.

ვაცხადებთ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ არც ამ შენობასთან და არც მის სარემონტო სამუშაოებთან არავითარი კავშირი არ აქვს(აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ თავად არხის ჟურნალისტიც იყო ინფორმირებული ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ). შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები სრული სიყალბეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას.

მოვუწოდებთ აღნიშნულ მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე - ფონდის პროექტებისა და საქმიანობის თაობაზე სასაუბროდ არაკომპეტენტური, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის შერჩევისგან (ვგულისხმობთ წინა ხელისუფლებისდროინდელ ჩინოვნიკ ირაკლი გიორგობიანს), რათა, პირველ რიგში, დაცული იყოს არხის მაყურებელთა უფლება, მიიღონ მართებული ინფორმაცია, მეორე მხრივ კი, არ მოხდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის უსაფუძვლო და არასწორ კონტექსტში მოხსენიება.

თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდი“ ყოველთვის მზად არის ფონდის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოაწოდოს როგორც მედიასაშუალებებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა