საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

კომიტეტი ამავე სხდომაზე განიხილავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას წერილობით მიმართვას მანდატის შეწყვეტის თაობაზე.

აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში გავა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, 31 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა კოვიდპანდემიის გამო კვორუმი არ შედგა და სხდომა გადაიდო.

დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია, ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

რაც შეეხება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ბადრი ჯაფარიძეს და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, აქ განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა