პერუში პრემიერ-მინისტრი ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო გადადგა

პერუს პრემიერ-მინისტრი ჰექტორ ვალერი ქალიშვილსა და მეუღლეზე ძალადობის ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ვალერმა პოლიტიკური ძალები ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებებსა და თანამდებობიდან გადადგომის იძულებაში დაადანაშაულა.

”ჩემ წინააღმდეგ საჩივრები ეფუძნება სიცრუეს. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი წვლილი წვეთი სისხლი დავტოვო ამ ხელისუფლების მშენებლობის მხარდასაჭერად”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მანამდე.

მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ 2016 წლის პოლიციის ანგარიშები გავრცელდა, სადაც ქალიშვილი და მეუღლე ძალადობის შესახებ საუბრობენ. ვალერმა ბრალდებები უარყო და ანგარიშს ცრუ უწოდა.

პერუს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტმა მოვალეობები უნდა შეასრულოს მანამ, სანამ შემცვლელი არ იქნება დასახელებული და მინისტრთა ახალი გუნდი არ შეირჩევა.

აღნიშნულ პოსტზე ჰექტორი ოთხი დღის წინ დაინიშნა. პარასკევს პრეზიდენტმა პედრო კასტილომ განაცხადა, რომ ის კვლავ განაახლებს მინისტრთა კაბინეტს. კასტილოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნიდან ექვსი თვის განმავლობაში მას კაბინეტის წევრების განახლება ოთხჯერ მოუწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო