მედია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, გასული წლისგან განსხვავებით, რეალურ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ გერმანული მედია კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერზე დაყრდნობით იუწყება.

მასში მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ამერიკის ვიცე - პრეზიდენტი კამალა ჰარისი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და სხვები - სულ 35 ქვეყნის მეთაური და მთავრობის თავმჯდომარე მიიღებს.

როგორც მედია წერს, ოლაფ შოლცი გერმანიის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს წარმოადგენს. აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და 30 ადამიანი კონგრესიდან, ასევე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა. არსებობს ვარაუდი, რომ კრემლის ლიდერი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ისარგებლებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო