ოტავაში, სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დედაქალაქ ოტავას მერმა ჯიმ უოტსონმა სატვირთო მანქანების მძღოლების საპროტესტო აქციასთან გასამკლავებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დაცულობას მიმდინარე დემონსტრაციების გამო სერიოზული საფრთხე ემუქრება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა დაიწყეს. ისინი კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მიერ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც იმ პირებისთვის, რომლებიც საზღვარს კვეთენ, ვაქცინაციის საბუთის წარდგენა სავალდებულოა. სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მოგვიანებით ათასობით ადამიანი შეუერთდა და მათი ნაწილი, სავალდებულო ვაქცინაციის გაუქმებასთან ერთად მთავრობის გადადგომასაც ითხოვს. ბოლო 9 დღის განმავლობაში ოტავას ცენტრი პარალიზებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა