ოლაფ შოლცი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გერმანია მზადაა, მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას - ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გახსნას, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის და ვიქნებით ძალიან მტკიცე, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი,“- აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა