გაერო - ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამა მოპარული კრიპტოვალუტით ფინანსდება

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ქვეყნის სარაკეტო პროგრამების დასაფინანსებლად მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს, - ამის შესახებ გაერო-ს მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლიდან 2021 წლის შუა პერიოდამდე კიბერთავდამსხმელებმა 50 მილიონ დოლარზე მეტი ციფრული აქტივები მოიპარეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი თავდასხმები ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის „მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა“.

კიბერშეტევების სამიზნე ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში კრიპტოვალუტების მინიმუმ სამი ბირჟა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დასკვნები გაეროს სანქციების კომიტეტს პარასკევს გადაეცა.

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის გამოცდა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება აუკრძალა, თუმცა გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო