„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - სოფელ პატარძეულის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარძეულის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.ამის შესახებ ინფორამაციას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტს, „წყალმომარაგების კომპანია“, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებს 9 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

„პატარძეულში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, გამომდინარე აქედან, ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.

სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი, წყლის სათავე ნაგებობები და სატუმბო სადგური.

პროექტის დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ პატარძეულში, ათწლეულების განმავლობაში უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივები სტაბილური წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა