„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმ კომპანიების ათეულს აქვეყნებს, რომლებმაც 2021 წელს, სახელმწიფო შესყიდვებით ყველაზე მეტი თანხა მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმ კომპანიების ათეულს აქვეყნებს, რომლებმაც 2021 წელს, სახელმწიფო შესყიდვებით ყველაზე მეტი თანხა მიიღეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა - 12,5 მილიონი ლარი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ აქვს მიღებული.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

„მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები სერვისები“ – 11,6 მლნ ლარი; „ვია დისტრიბუცია“- 6,4 მლნ; „უნივერსალ სპირიტს“ – 5,8 მლნ; „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენ“ – 5,0 მლნ; სამშენებლო კომპანია „მამისონი - 4,7 მლნ; „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ – 4,5 მლნ; „ინსი“ – 4,5 მლნ, „ომნეს ტური“ – 4,1 მლნ; „სილქნეტი“ - 3,8 მლნ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, რეიტინგი შედგენილია სამედიცინო დაწესებულებების გამოკვლევებით, რომლებსაც კოვიდპაციენტების მკურნალობის მიზნით სახელმწიფომ მსხვილი კონტრაქტები გაუფორმა.

ინფორმაციის წყაროა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ვებ-პორტალი www.tendermonitor.ge, რომელიც მომხმარებლებს სახელმწიფო კონტრაქტების ძიებისა და მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა