ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები, რაც უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ ხორციელდება.

„დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები გააგრძელებენ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან,“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა