დავით მამრიკიშვილის გზა მენეჯერობიდან Nexia TA-ს მმართველ პარტნიორობამდე

Nexia TA-ში 2022 წელი მორიგი საინტერესო სიახლით იწყება! Nexia TA-ს მმართველ პარტნიორთა გუნდს კომპანიის საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი - დავით მამრიკიშვილი - შეუერთდა. დავითი კომპანიის მმართველი პარტნიორი გახდა! ის უკვე 14 წელია აქტიურად მუშაობს გადასახადების, ფინანსების და აუდიტის მიმართულებით, როგორც საჯარო (შემოსავლების სამსახური), ასევე კერძო სექტორებში.

„დავითი ყოველთვის აქტიურად ზრუნავდა კომპანიის განვითარებაზე და მნიშვნელოვან ღირებულებას მატებდა ჩვენი საგადასახადო მიმართულების კლიენტებს. დავითი არის Nexia International-ის არაპირდაპირი გადასახადების ჯგუფის წევრი. წლების განმავლობაში იგი თანამშრომლობდა Nexia-ს აუდიტორულ, საკონსულტაციო, საგადასახადო და სამართლებრივ სფეროებში მომუშავე გუნდებთან და მათთან ერთად ქმნიდა მნიშვნელოვან ღირებულებებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებისათვის. მას აქვს დიდი გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა, რაც ხელს უწყობს ჩვენი სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებას. მიღწეული შედეგების საფუძველზე, პარტნიორებმა გადავწყვიტეთ მისი მე-4 მმართველ პარტნიორად დამატებით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა.

Nexia TA-ს მესიჯიც -„სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“ - ხომ სწორედ მრავალფეროვან, საინტერესო, განმავითარებელ ურთიერთობის გზას/პროცესს ჰპირდება დასაქმებულ ადამიანებს, პოტენციურ თანამშრომლებს, არსებულ თუ მომავალ კლიენტებს. ჩვენთან ხომ სამუშაო პროცესი გულისხმობს, როგორც კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, ასევე თანამშრომლების კომფორტზე მაქსიმალურ ზრუნვას, სასიამოვნო გარემოს შექმნას და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას.“ - გელა მღებრიშილი, Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი.

დავითი Nexia TA-ის გუნდს 2016 წლის დასაწყისში შეუერთდა. მაშინ კომპანიას ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდა ოპერირება საქართველოს ბაზარზე, სადაც მან კარიერა დაიწყო როგორც საგადასახადო მენეჯერმა, გაიარა ყველა კარიერული საფეხური და 2022 წლის იანვრიდან უკვე Nexia TA-ს მმართველი პარტნიორია.

„უკვე 8 წელია Nexia TA ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა საქართველოში, დღეს კი სტაბილურად უჭირავს ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე მე-6 ადგილი მსოფლიოს ათეულში მყოფ კომპანიებს შორის. წლების განმავლობაში კომპანიამ ძალიან ბევრი შეხვედრა მოაწყო ბიზნესის წარმომადგენლებთან საგადასახადო სიახლეების გაცნობის მიზნით, დააკმაყოფილა უამრავი კლიენტის საჭიროებები და მოთხოვნები.

2016 წელს, როდესაც შევუერთდი Nexia TA-ის გუნდს, კომპანია შედარებით პატარა, თუმცა დიდი ამბიციებით და განვითარებაზე ორიენტირებული იყო. კომპანიის ღირებულებები და ჩემი ხედვები მაშინაც და დღესაც სრულ თანხვედრაშია, ყოველივე ამის გათვალისწინებით და გუნდური მუშაობით შეიქმნა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე წლის თავზე Nexia TA ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ბაზრის ერთ-ერთ უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა.

ვფიქრობ, Nexia TA-ში კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი ყველანაირი შესაძლებლობაა და მე ამის თვალსაჩინო მაგალითი ვარ. ვამაყობ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, პარტნიორობა კი ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მჯერა, რომ გუნდთან ერთად წარმატებით გავაგრძელებთ საქმიანობას, ერთად მეტ სარგებელს მოვუტანთ კომპანიას და, რაც მთავარია, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს.“ - აცხადებს დავით მამრიკიშვილი

“დავითი კომპანიაში მოსვლის დღიდან იყო ნამდვილი ლიდერი - გამოირჩეოდა საუკეთესო დამოკიდებულებით, როგორც კოლეგებთან, ასევე კლიენტებთან. პრაქტიკული მიდგომით მჭიდროდ თანამშრომლობს კლიენტებთან, რათა საფუძვლიანად ესმოდეს მათი ბიზნესი, გამოწვევები და მიზნები, რაც ყოველთვის აისახება კლიენტების კმაყოფილებაზე.

პირველივე დღიდან კომპანიას ისე გულშემატკივრობდა, როგორც საკუთარს. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით სამუშაოს შესრულებით, თუმცა ყოველთვის მაოცებდა მისი გამორჩეული თავმდაბლობა.

ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ დარჩა. მის მიერ ნაჩვენები უმაღლესი შედეგები დააფასა კომპანიამ და 7 წლიანი კომპანიაში მოღვაწეობის შემდეგ დავითი Nexia TA-ს დამფუძნებელი პარტნიორი გახდა! ამ ცვლილებით უკვე Nexia TA-ს 4 დამფუძნებელი პარტნიორი ყავს, მზადაა ახალ გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდეს და მდგრადი ზრდა განვითარება ეფექტურად განაგრძოს. დავითის გაპარტნიორება დამატებით პროგრესს და განვითარებას მოუტანს კომპანიას. მომავალშიც აქტიურად განვიხილავთ მივცეთ მსგავსი შესაძლებლობა ჩვენს განსაკუთრებულად წარმატებულ გუნდის წევრებს და მივიღოთ პარტნიორთა გუნდში.“ - ამბობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი, დავით ლომიძე.

დავითი ასევე აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში და არაერთი მათგანის ფავორიტი მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

ასევე აღსანიშნავია, რომ დავითს მიღებული აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი ფინანსების მიმართულებით, არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი, გავლილი აქვს ACCA-ს (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) სრული სასერტიფიკაციო პროგრამა (14 წიგნი).

დავითის დამატება დამფუძნებელ პარტნიორებში კიდევ უფრო გააძლიერებს კომპანიას ახალი გამოწვევების და მიზნების შესრულების პროცესში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა