არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ამბობდა პარლამენტში არ შევალთო, ახლა აწარმოებენ პიარკამპანიას, როგორ დაბრუნდნენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში თუ არ ვიქნებით, ეს პოლიტიკური დევნაოო - ეს არის აბსურდი

ოპოზიცია თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევალთო. ახლა, აწარმოებენ პიარკამპანიას, როგორ დაბრუნდნენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში თუ არ ვიქნებით, ეს არის პოლიტიკური დევნაო, ეს არის აბსურდი, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს შეეხებოდა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც არათანმიმდევრულია.

"თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევალთო. ახლა, აწარმოებენ პიარკამპანიას, როგორ დაბრუნდნენ პარლამენტში და აცხადებენ, რომ პარლამენტში თუ არ ვიქნებით, ეს არის პოლიტიკური დევნაო. ეს არის აბსურდი, სიმართლე გახლავთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ყველანაირი საკანონმდებლო პირობა იმისთვის, რომ ოპოზიციას პარლამენტში ემუშავა. მათი საკითხის განხილვა მოხდება რეგლამენტის შესაბამისად და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელსაც წინასწარ უმრავლესობის შიგნით განვიხილავთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა