სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება

8 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

„იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 8 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა