აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ვილნიუსის გამოფენაზე აჭარაში მოგზაურობის შესახებ მაღალი ინტერესია

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ,,Adventure 2022’’-ზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების მიმართ ინტერესი იყო მაღალი.

გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

„ლიეტუვა აჭარისთვის სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები არაერთ ცნობილ ლიეტუვურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. მზარდია ლიეტუველების ინტერესი აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რაზეც ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული რეისებიც მეტყველებს.

2019 წლიდან, ჩარტერები ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა