ვლადიმერ პუტინი - ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია

ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რისი ხაზგასმა განსაკუთრებით მინდოდა - რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების თაობაზე.

ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს ევროპის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში პარიზის აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ საფრანგეთი უცვლელად იღებს ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ფუნდამენტური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ამ სფეროში ევროპის უსაფრთხოების კუთხით“, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ „ეს ორი ქვეყნის უახლესი ურთიერთობების დასაწყისია. მანვე ისაუბრა ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის მნიშვნელოვან პირად ძალისხმევაზე უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად.

„მე ვხედავ, რამხელა ძალისხმევას დებს საფრანგეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი, რათა მოაგვარონ კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან სერიოზული ისტორიული პერსპექტივისთვის“, -აღნიშნა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა