გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია მზად არის გადაიხადოს მაღალი ეკონომიკური ფასი, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას

გერმანიის მთავრობა მზად არის, განახორციელოს „უპრეცედენტო სანქციები“ რუსეთზე, თუ კრემლი ვერ შეძლებს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციას, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და დასძინა, რომ „ბურთი არის მოსკოვის მოედანზე“.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ერთობლივად მოვამზადეთ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების სერია ამ შემთხვევისთვის“, - განაცხადა ბერბოკმა.

როგორც მან დასძინა, "ეს უპრეცედენტო სანქციები კოორდინირებული და მომზადებულია ყველა პარტნიორის თანხმობით".

კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრის შემდეგ, ბერბოკმა პრესას უთხრა, რომ ცხადია, იქნება მძიმე შედეგები, თუკი იქნება აგრესია.

„ყოველთვის არის მზადყოფნა ჩაერთოს რუსეთთან სერიოზულ დიალოგში - ეს არის დიპლომატიის აზრი - მაგრამ ასევე აბსოლუტური სიცხადეა, რომ იქნება მძიმე შედეგები, თუკი იქნება შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბაერბოკმა.

„ჩვენ მზად ვართ, ამისთვის გადავიხადოთ მაღალი ეკონომიკური ფასი. იმის გამო, რომ უკრაინის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა