ვლადიმერ პუტინი - კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან მათ საზღვრებთან ალიანსის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს.

„კატეგორიული ვეწინააღმდეგებით ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით ახალი წევრების მიღების ხარჯზე, რადგან ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა, საღ ლოგიკას არ შეესაბამება,“- განაცხადა პუტინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.

„რაც შეეხება იმას, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ალიანსში უკრაინის ან საქართველოს მიღებას, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ, არაერთხელ გვსმენია. მაქვს კითხვა: თუ ეს ასეა, რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების კარს უხსნიან?“- აღნიშნა პუტინმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“