რომეო მიქაუტაძემ არაბულ კომპანია „მასდარის“ აღმასრულებელ დირექტორთან საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ აღმასრულებელ დირექტორს, მოჰამედ იამელ ალ რამაჰის შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „მასდარი“ გეგმავს და ამ მიზნით, პროექტის შესწავლას ახორციელებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას და ამ მხრივ, მიესალმება კომპანია „მასდარის“ ინტერესს, საქართველოს მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელოს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ 2021წლის 29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და კომპანია „მასდარს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას რომელიც ეხება მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ