Haccp-ის სისტემის არქონის გამო 100-მდე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ინსექტირების პარალელურად, აქტიურად ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიქტებს Haccp-ის (კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების) სისტემა დანერგილი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა HACCP-ის სისტემის დანერგვა.

„სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნესოპერატორი (მათ შორის 48 დედაქალაქში) დაჯარიმდა.

ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, Haccp-ის პრინციპების დანერგვა 2021 წლის 1-ელი ივნისიდან არის სავალდებულო. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორსა და გაერთიანებებთან მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა