"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სემეკთან საპროტესტო აქციას მართავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სემეკთან საპროტესტო აქციას მართავენ. გაზრდილ გადასახადებთან ერთად, აქციის მონაწილეები "თელმიკოს" და "თელასის" მიერ აბონენტებისთვის ხარვეზით გაგზავნილ გადასახადებს აპროტესტებენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

"ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო განახევრებული კომუნალური გადასახადები. რას ვხედავთ დღეს - გაძვირებულია ყველაფერი, საკვები, მედიკამენტები და ვხედავთ, რომ გაზრდილია კომუნალური გადასახადებიც. დღეს აქ იმისთვის მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ეს უსამართლოდ მაღალი ტარიფები, რომელიც ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუწესა. გარდა ამისა, ვაპროტესტებთ იმ უკანონო ქვითრებს, რომელიც მოსახლეობას ლამის 2-3-ჯერ მისდით და ვერავინ დათვალა, თუ რა ალგორითმით ითვლიან ტარიფებს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, სემეკმა „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განუცხადა, აღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე მოხდება მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორის შესწავლა, ასევე დადგენილ წესებთან შეუსაბამობა. კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, შემოწმება 3 მარტს დასრულდება და წარედგინება კომისიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა