მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან ზურაბაშვილს სააპელაციო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან ზურაბაშვილს სააპელაციო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ზურაბაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ ზურაბაშვილის საქმე გადააკვალიფიცირა და ტერორიზმის ბრალდება მოუხსნა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„კვალიფიკაცია შეეცვალა, მოეხსნა ტერორიზმის ბრალდება. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იქნა გასამართლებული და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ ზურაბაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი 2020 წლის 20 ნოემბერს შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა. „აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ", - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესულმა მამაკაცმა მოთხოვნებზე საუბრისას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ