რეგულირების სააგენტოს GMP ინსპექტორებს დანიური კომპანია ამზადებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე წამლის პოლიტიკის და ფარმაცევტული პრაქტიკის დარგში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობითი ცენტრის, „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების შესახებ ისაუბრეს.

უწყების ცნობით, „ფარმაკონის“ ექსპერტების მიერ შემუშავებულია 3 მოდულიანი კურსი, რომელიც GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული იანვარში, დისტანციურად მიმდინარეობდა. ხვალიდან კი ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაიწყება, რისთვისაც „ფარმაკონის“ ექსპერტები საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

დანიელ ექსპერტებთან შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა. GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს