რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა სამგორის რაიონში რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან კარგი რეკრეაციული პროექტი ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს განვაახლეთ რიგის პარკი. ულამაზესი სივრცე გამოვიდა და მაშინვე ვთქვით, რომ მხოლოდ ამაზე არ გავჩერდებოდით, რადგან ტერიტორია იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ რეკრეაციული სივრცე დამატებით მოწყობილიყო. ეს ტერიტორია გამწვანდება, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცე. ჩვენ პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი იქნებოდა ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ამ პირობას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 2 ჰექტარზე დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საბაღე ავეჯის, სასმელი წყლის შადრევნების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება მრავალწლიანი მცენარეები და დაითესება ბალახი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. გასული წლის სექტემბერში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, ნაწილობრივ რეაბილიტირდა ზემოაღნიშნული ბულვარიც, რომლის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი.

რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოებს, მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა