„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი - დავით ნარმანიამ, გოჩა შონიამ, გიორგი ფანგანმა, მაია მელიქიძემ და გიორგი ფრუიძემ 2021 წელს კოლოსალური პრემიები მიიღეს

სემეკის 5-მა წევრმა - დავით ნარმანიამ, გოჩა შონიამ, გიორგი ფანგანმა, მაია მელიქიძემ და გიორგი ფრუიძემ 2021 წელს ისეთი კოლოსალური პრემიები მიიღეს, რომ ჯამში ეს თანხა შეადგენს მილიონ ლარზე მეტს, - ამის შესახებ "ანტიკორუფციული მოძრაობის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ლაშა ფარულავამ სემეკის ოფისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სემეკის საბჭოს წევრებს ასეთი მაღალი სარგოს მიღების მორალური უფლება არ გააჩნიათ.

"2021 წელს ამ ინსტიტუტმა მოსახლეობას გაუზარდა კომუნალური გადასახადები, რომელიც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს „დამოკლეს მახვილივით“ ყოველთვე ადევს კისერზე. ასეთ დროს სემეკის 5 წევრი თავს უფლებას აძლევს გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მოიწყოს კომფორტი. 2021 წელს, როდესაც სემეკმა მოსახლეობას გაუზარდა კომუნალური ტარიფები, მათ გამოიწერეს პრემიები, რომელიც სარგოსთან ერთად მილიონ ლარს სცდება. 5-მა ადამიანმა მილიონ ლარზე მეტი აიღო იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის გაეზარდათ საფასური კომუნალურ სერვისებზე. ამ ინფორმაციას ვხდით საჯაროს და თავად მოქალაქეებმა შეაფასონ თუ რამდენად სწორად მუშაობს ეს ინსტიტუცია და იქ დასაქმებული ადამიანები", - განაცხადა ფარულავამ.

მან ასევე სემეკის კომისიის ერთ-ერთ წევრზე, გიორგი ფანგანზე ისაუბრა და ის სახელისუფლებო პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ამასთანავე, ჩვენ გამოვიკვლიეთ წევრების საქმიანობა სოციალურ ქსელებში და თუ დავაკვირდებით მათ, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სახელისუფლებო პროპაგანდის ინსტრუმენტი სოციალურ ქსელებში. კონკრეტულად ნათელი მაგალითი არის გიორგი ფანგანი, რომელიც ასიათასობით ლარს იღებს ხელფასის და და პრემიის სახით. სოციალურ ქსელში ის ეწევა ოპოზიციის წევრების დემონიზაციას და შეურაცხყოფას", - განაცხადა ფარულავამ.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებმა ასევე კომენტარი გააკეთეს საქართველოში იმპორტით შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ. როგორც ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, ვასო ურუშაძე განაცხადა, აღნიშნული პროცესი კორუფციული გარიგებებით მიმდინარეობს და მასში უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.

"21 იანვარს ჩვენ მივმართეთ სემეკს ოფიციალური წერილით, რათა გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულები, რომლითაც ხდება იმპორტით საქართველოში ელექტროენერგიის შეძენა. დღემდე ეს ინფორმაცია სემეკმა არ მოგვაწოდა და დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კორუფციულ ქსემაში მონაწილეობს უჩა მამაცაშვილი. ელექტროენერგიას იმპორტზე ვყიდულობთ შუამავლების მეშვეობით და ეს შუამავალი კომპანიები არის უჩა მამაცაშვილის მიერ შექმნილი ყალბი კომპანიები, რომელიც უბრალოდ საშუამავლო ოპერაციებში იღებენ მილიონობით ლარს. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს, რომ შევიძინოთ ელექტროენერგია გაძვირებული ღირებულებით. ჩვენ ვაპირებთ სემეკის წინააღმდეგ სასამართლოში დავას. მათ აუცილებლად მოუწევთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროება. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა სემეკის კომისიის წევრების უნდობლობის საკითხის დადგეს, რადგან ისენი არ ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესს. ისინი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ უჩა მამაცაშვილის კორუფციულ სქემებს", - განაცხადა ურუშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო