საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 104 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 104 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც დავით გურგენიძე თავის მიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 100 წლის წინ, 1922 წლის 16 იანვარს, სწორედ პირველი ეროვნული უნივერსიტეტის წიაღში იშვა ჩვენი ქვეყნის ასევე უდიდესი და უძველესი უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური სკოლა, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104 წელს ითვლის!

საქართველოს წილად ხვდა პატივი და ბედნიერება, ღირსეული ადგილი დაეკავებინა უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე ქვეყნებს შორის, რადგან სწორედ განათლების ასეთ კერებზე გადის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სამეცნიერო, ეკონომიკური და კულტურული განვითარების გზა.

საქართველოში, 1918 წლის 8 თებერვალს, კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა. ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საზოგადოებამ შეუძლებელი შეძლო - შექმნა უმაღლესი განათლების პირველი ეროვნული კერა და ამით ახალგაზრდა, ნიჭიერ თაობებს შესაძლებლობა მისცა უმაღლესი განათლება საკუთარ ქვეყანაში მიეღოთ.

ივანე ჯავახიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე დიდებულიძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, თედო სახოკია, კორნელი კეკელიძე, პეტრე მელიქიშვილი... დღევანდელ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს უძველესი უნივერსიტეტის დამაარსებელ დიდ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნას, ვაცნობიერებთ მათ უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. განათლების პირველი კერის დაარსებით მათ განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებელი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის, ზუსტი, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, საინჟინრო-ტექნიკური დარგებისა და მეცნიერების განვითარებაში, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 100 წლის წინ, 1922 წლის 16 იანვარს, სწორედ პირველი ეროვნული უნივერსიტეტის წიაღში იშვა ჩვენი ქვეყნის ასევე უდიდესი და უძველესი უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური სკოლა, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავ უმდიდრესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლის იუბილეს, ვულოცავთ საუნივერსიტეტო საზოგადოებას, ახალგაზრდა თაობებს, მთელს საქართველოს!“ - ნათქვამია მილოცვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს