ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი რუმინეთში ჩავიდა

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი რუმინეთში ჩავიდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა.

მისი თქმით, რუმინეთში 100-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა.

„ჩამოვიდა აშშ-ის 100-ზე მეტი ჯარისკაცი, სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს სპეციალისტებთან ერთად ემზადებიან ჯარების განლაგებისთვის“, - განაცხადა ვასილე დინკუმ.

შეგახსენებთ, აშშ რუმინეთსა და პოლონეთში 3 000-მდე დამატებით ჯარისკაცს აგზავნის. პენტაგონში განაცხადეს, რომ დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს ვილსეკიდან, გერმანიიდან რუმინეთში გადაიყვანენ.

რუმინეთში, რომელიც 2004 წლიდან ნატოს წევრია, ამჟამად აშშ-ის 900-ამდე ჯარისკაცი იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო