გურამ გურამიშვილი - მნიშვნელოვანია, ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ასევე აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტგარემოს ფორმირების ხელშეწყობა

ჩვენთვის, მართალია, მნიშვნელოვანია, ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ინტერნეტის მოხმარება და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე ყოველდღიურად იზრდება და მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას ფართოზოლოვანი ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი უსაფრთხო გამოყენება წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამისთვის სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, მათ შორის მოზარდებსა და ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მიმართულებით.

ონლაინ - კონფერენციაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობით ჩატარდა, საჯარო და კერძო სექტორის, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ინტერნეტის მომავალსა და დარგის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის" ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის „ციფრული უნარების და მოთხოვნის განვითარების" აქტივობად მიჩნეულია ციფრული უნარების და წიგნიერების პროგრამების და სახელმწიფო კამპანიების ხელშეწყობა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის.

გურამ გურამიშვილის თქმით, სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ექსპერტების მიერ მომზადდა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში" და რეკომენდაციები. ასევე უკვე ქართულ ენაზეა „ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის", რომელიც შეიქმნა ITU-ს და ბავშვთა ონლაინ დაცვის საკითხებზე მომუშავე მოწინავე ორგანიზაციების მიერ.

„თითოეულ პირს აქვს პასუხისმგებლობა, შეიტანოს თავისი დადებითი წვლილი უკეთესი ინტერნეტის შექმნაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია წავახალისოთ ეს პროცესი სხვებისადმი კეთილგანწყობის და პატივისცემის გამოვლენით, შესაძლებლობების მოძიებით ინტერნეტში დადებითი მასალების შექმნასა და ადამიანების დაკავშირებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ინტერნეტში არსებულ მიუღებელი ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მასალების თუ ქცევის გამოვლენის შემთხვევაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ადგილობრივი "უსაფრთხო ინტერნეტის დღე", ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების და ყველა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირების და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხების, განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების განსახილველად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს